ტარიელ ნაკაიძე „ევროპულ საქართველოს“ ტოვებს და პარლამენტში შედის
ტარიელ ნაკაიძე „ევროპულ საქართველოს“ ტოვებს და პარლამენტში შედის

ტარიელ ნაკაიძე „ევროპულ საქართველოს“ ტოვებს და პარლამენტში შედის. ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

ტარიელ  ნაკაიძე „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო სიის მეხუთე ნომერი იყო.

როგორც პარტიაში აცხადებენ, ტარიელ ნაკაიძე პარლამენტში პარტიის სახელით წარმოდგენილი არ იქნება, რადგან მან „ევროპული საქართველოს“ დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ტარიელ ნაკაიძეს პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით გუნდისგან განსხვავებული პოზიცია ჰქონდა.

„პარტიის პოზიციაა, რომ „ევროპულმა საქართველომ“ ამ პოლიტიკურად არალეგიტიმურ პარლამენტში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს. „ევროპული საქართველოს“ პოზიცია რჩება მყარი, ჩვენ არ ვწყვეტთ ბოიკოტს და არ ვცვლით პოზიციას არალეგიტიმურ პარლამენტთან დაკავშირებით“, – განაცხადა პარტია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ.