ტარიელ ხეჩიკაშვილი - განვახორციელებთ გრძელვადიან პროექტს, რომელიც ევროსარბიელზე სტაბილურად გამოსვლის გარანტია იქნება
ტარიელ ხეჩიკაშვილი - განვახორციელებთ გრძელვადიან პროექტს, რომელიც ევროსარბიელზე სტაბილურად გამოსვლის გარანტია იქნება

„ევროთასებზე გასვლით „საბურთალოსთვის“ ახალი ეტაპი იწყება – საერთაშორისო სარბიელზე ჩვენი ქვეყნის პრესტიჟის დაცვა მოგვიწევს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ კლუბის განვითარებაში ამ ახალ ეტაპსაც ღირსეულად გავივლით“, – ამბობს ტარიელ ხეჩიკაშვილი პირველ არხთან.

საბურთალომ“ ეროვნული ლიგის 33-ე ტურში თბილისის „დინამო“ 2:1 დაამარცხა და სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა. მომავალ წელს გუნდი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს.

„საბურთალოს“ პრეზიდენტი ამბობს, რომ კლუბი ახალ პროექტის შემუშავებას აპირებენ, რომელიც გუნდის ევროსარბიელზე ღირსეული გამოსვლის წინაპირობა გახდება.

„ჩვენ ახლა მოგვიწევს, რომ ევროსარბიელზე საქართველო წარმოვადგინოთ და ამ პასუხისმგებლობას ვაცნობიერებთ. ჩვენი მიზანი ევროსარბიელზე გასვლა და იქ ღირსეული თამაში იყო. ერთ ადგილზე გაჩერება არ შეიძლება. „საბურთალო“ იყო პირველი პროექტი, რომლის მიზანიც იყო ყველა დარწმუნებულიყო, რომ საქართველოში ნიჭიერების პრობლემა არ იყო და პირველი კლუბი ვართ ქვეყანაში, რომელმაც ეროვნულ ლიგაში საკუთარი გაზრდილებით გადავიდა. ახლა განვახორციელებთ ახალ პროექტს, რომელიც გრძელვადიანი იქნება და ევროპულ ასპარეზზე სტაბილურად გამოსვლის გარანტია იქნება“.