ტარიელ ხეჩიკაშვილი – „ფლორა“ მოედანზეც დავამარცხეთ და ტრიბუნაზეც, მაგრამ მთავარია, მეორე შეხვედრაც მოვიგოთ #1TVSPORT

23:29, 08.07.2026

„საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ და თბილისში მეორე შეხვედაც მოვიგოთ“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან „იბერიას“ პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ტალინში „ფლორასთან“ გამარჯვებაზე (3:2) კომენტარი გააკეთა.

„მიხარია, რომ მოვიგეთ და გვაქვს შესანიშნავი შანსი, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ბარიერი დავძლიოთ. სხვათა შორის, ბოლოს ეს ქართული გუნდებიდან „იბერიამ“ (2019 წელს) შეძლო.

ტალინში საკმაოდ მრავალრიცხოვანი ქართული დიასპორა დაგვხვდა, რომელიც ომახიანად გვამხნევებდა. თამამად ვიტყვი, რომ „ფლორა“ მოედანზეც დავამარცხეთ და ტრიბუნაზეც. სასიამოვნო სიურპრიზი იყო, რომ ტალინში საგანგებოდ ამ მატჩზე დასასწრებად იმყოფებოდა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი – მისი მხარდაჭერა გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მუხტი გამოდგა.

ესტონელებმა თავად თქვეს, რომ ტექნიკურ ფეხბურთთან ერთად, ორგანიზებულობაც ვაჩვენეთ. მაგრამ ეს ჩვენი დაპირისპირების მხოლოდ პირველი ნახევარი იყო და თბილისში ძალიან რთული საპასუხო შეხვედრა გველის. ამიტომ არ უნდა მოვეშვათ, საქმე ბოლომდე მივიყვანოთ და თბილისშიც გავიმარჯვოთ. გულშემატკივრებს კი მოვუწოდებ, მოვიდნენ სტადიონზე და ერთად მოვიპოვოთ გამარჯვება, რომელსაც 7 წელი ველოდით“, – ამბობს ტარიელ ხეჩიკაშვილი.

მსგავსი