ტარიელ ხეჩიკაშვილი და მიხეილ გიორგაძე სპორტულ საზოგადოებას შეხვდნენ - მათი თქმით, სპორტის დაფინანსება ძველებურად გაგრძელდება
ტარიელ ხეჩიკაშვილი და მიხეილ გიორგაძე სპორტულ საზოგადოებას შეხვდნენ - მათი თქმით, სპორტის დაფინანსება ძველებურად გაგრძელდება

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ მიხეილ გიორგაძესთან ერთად, სამინისტროს წარმომადგენლებს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელებს შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს სამთავრობო რეფორმებისა და სპორტის სფეროსთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა საკითხებზე, სამინისტროსა და სპორტულ ფედერაციებს შორის, ასევე სამინისტროსა და ოლიმპიურ კომიტეტს შორის სამომავლო ურთიერთობებზე და სპორტის სტრუქტურის ფუნქციაზე ახალ სამინისტროში.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სპორტის პრიორიტეტები ისეთივე მნიშვნელოვანი იქნება, როგორიც ეს ყოველივე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მუშაობის პერიოდში იყო, სპორტის სფეროს დაფინანსება კი დასახული გეგმისა და ბიუჯეტის მიხედვით გაგრძელდება.