ტარიელ ხეჩიკაშვილი ბიზნესში ბრუნდება
ტარიელ ხეჩიკაშვილი ბიზნესში ბრუნდება

სპორტისა  და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ბიზნესში ბრუნდება. ამის შესახებ მინისტრის განცხადებაშია აღნიშნული.

„დარწმუნებული ვარ, რომ ის აღმშენებლობის პროცესი, რომელიც ჩვენი მთავრობის პირობებში ქართულ სპორტში მიმდინარეობდა, აუცილებლად გაგრძელდება. მე, რა თაქმა უნდა, ვრჩები ქართული სპორტის და ქვეყნის სამსახურში – სპორტს ვემსახურებოდი ბიზნესიდან, ახლა მინისტრის რანგში და ასე იქნება მომავალშიც. ჩემთვის ქვეყნის და სპორტის სიყვარული არის ერთ-ერთი უპირველესი. იმ დიდი გამოცდილების შემდეგ, რომელიც მინისტრობის პერიოდში მივიღე, კიდევ უფრო მეტის გაკეთებას შევძლებ. ცხადია, ვესაუბრე მიხეილ გიორგაძეს, ჩვენ ვართ კოლეგები და მეგობრები. მე მაქსიმალურად შევუწყობ ხელის იმას, რომ ის რეფორმები, რაც სამინისტროში დავიწყეთ, გაგრძელდეს და წარმატებული იყოს ქართული სპორტისთვის. მე დავბრუნდები ბიზნესში და იქიდანაც ძალიან ბევრ საინტერესო პროექტს განვახორციელებ ქართული სპორტის სასიკეთოდ”,- აღნიშნულია ხეჩიკაშვილის განცხადებაში.

შეგახსენებთ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო უქმდება. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის კომპონენტი უერთდება, ახალგაზრდობის საქმეთა მართვის კომპონენტი კი განათლებასთან ერთიანდება.