თარგამაძე „სამტრედიასთვის“ შეუტევს - დაფე გუნდს დაგვიანებით შეუერთდა
თარგამაძე „სამტრედიასთვის“ შეუტევს - დაფე გუნდს დაგვიანებით შეუერთდა

ეროვნული ლიგის კლუბმა, „სამტრედიამ“ ორი თავდამსხმელი დაიმატა – არფანგ დაფე და დავით თარგამაძე.

„სამტრედიას“ ახალწვეული დავით თარგამაძე საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელია – უთამაშია „ფრაიბურგში“, „ოლეკსანდრიაში“, “ილიჩივეცში“, „საბურთალოში“, ბოლნისის „სიონში“, ბოლოს კი „შევარდენი 1906“-ში გამოდიოდა. 2011 წლიდან იყო საქართველოს ნაკრების წევრი და მისი ფორმით 20 მატჩი (2 გოლი) ჩაატარა.

გუნდი თბილისის „დინამოს“ არფანგ დაფეს იჯარაზე ივლისში შეუთანხმდა, მაგრამ 28 წლის სენეგალელი შემტევი ნახევარმცველი „სამტრედიას“ „საბურთალოსთან“ ეროვნული ლიგის მხოლოდ ბოლო ტურის მატჩამდე შეუერთდა.