თარგამაძე და სიკაჩი „სამტრედიას“ შეუერთდნენ
თარგამაძე და სიკაჩი „სამტრედიას“ შეუერთდნენ

„სამტრედია“ ეროვნული ლიგის მე-10 ტურისთვის ემზადება. კახა კაჭარავას გაწვრთნილები 17 აგვისტოს, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე თბილისის „ლოკომოტივს“ უმასპინძლებენ.

გუნდში ორი ახალწვეულია და ორივე შეხვედრისთვის ემზადება. „სამტრედიას“ ფეხბურთელი დავით თარგამაძე გახდა. საქართველოს ნაკრების ყოფილი მოთამაშე გუნდს „შევარდენიდან“ შეუერთდა და თამაშისთვის ემზადება.

სამტრედიასთვის“ ასევე მნიშვნელოვანია, რომ გუნდს სტეფან სიკაჩი შეუერთდა – მოლდოველი მეკარე პანდემიის დროს სამშობლოში იმყოფებოდა და საქართველოში მცირე ხნის წინ დაბრუნდა. მან 14-დღიანი სავალდებულო კარანტინი გაიარა და უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს.