ტაქსიში თამბაქოს მოწევის აკრძალვა იგეგმება
ტაქსიში თამბაქოს მოწევის აკრძალვა იგეგმება

ტაქსიში თამბაქოს მოწევის აკრძალვა იგეგმება.

შესაბამისი ცვლილებები „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება 29 ნოემბრის ბიუროს სხდომაზე მოხდება, პროექტის ინიციატორები უმრავლესობის წევრები დიმიტრი ხუნდაძე და ლადო კახაძე არიან.

ცვლილებებით ასევე იგეგმება თამბაქოს მოწევის აკრძალვა ავტომობილშიც, თუ ავტომობილით არასრულწლოვნის გადაყვანა ხდება. ამასთან, თამბაქოს მოწევის აკრძალვა ისეთ სატრანსპორტო საშუალებაზეც გავრცელდება, როგორიცაა კატერი. ზემოთ აღნიშნული ცვლილებებიდან გამომდინარე, დაწესდება ჯარიმები. კერძოდ, ტაქსისა და კატერისთვის ჯარიმა განსაზღვრული იქნება 200 ლარის ოდენობით, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლის მიერ მოწევის აკრძალვის მოთხოვნის შეუსრულებლობისა და ასევე, ამ მოთხოვნის აღუკვეთებლობისთვის.

ცვლილებებით, წესდება ჯარიმები მძღოლის მიერ თამბაქოს მოწევისთვის ავტოსატრანსპორტო საშუალებაში (ავტომობილში) ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით არასრულწლოვნის გადაყვანისას – ჯარიმა განსაზღვრულია – 50 ლარის ოდენობით.

დატოვე კომენტარი