ტაქსის პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილზე სხვა სატრანსპორტო საშუალების პარკირება დაჯარიმებას გამოიწვევს
ტაქსის პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილზე სხვა სატრანსპორტო საშუალების პარკირება დაჯარიმებას გამოიწვევს

ტაქსის პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილზე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ განსაზღვრული ნებართვის მქონე ტაქსის გარდა, სხვა სატრანსპორტო საშუალების პარკირება დაჯარიმებას გამოიწვევს.

შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომლის ინიციატორები ზაზა გაბუნია, მერაბ ქვარაია, კობა ლურსმანაშვილი და გოგა გულორდავა არიან.

კანონპროექტით განისაზღვრება, რომ შესაბამისი ნებართვის მქონე ტაქსის გარდა, სხვა სატრანსპორტო საშუალების პარკირება 50 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.