ტაქსის მძღოლებს უნებართვო საქმიანობის შემთხვევაში 200-ლარიანი ჯარიმა დაეკისრებათ
ტაქსის მძღოლებს უნებართვო საქმიანობის შემთხვევაში 200-ლარიანი ჯარიმა დაეკისრებათ

ტაქსის მძღოლები უნებართვო საქმიანობის შემთხვევაში დაჯარიმდებიან. ფულად სანქციებს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ ითვალისწინებს, რომლის ინიცირებაც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა.

პარლამენტში წარდგენილი ცვლილებებით, დედაქალაქში სანებართვო პირობების დარღვევით, ან ნებართვის გარეშე ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის განხორციელება 200-200 ლარიან ჯარიმას გამოიწვევს.

„განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პირს საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით დაერიცხება. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში, ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში, დამრღვევი მძღოლის ან ავტოტრანსპორტის მესაკუთრის მიმართ ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება“, – აღნიშნულია კანონპროექტში.

ცვლილებების ავტორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, კახა კუჭავა და ნინო წილოსანი არიან.