ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფის განცხადებით, თბილისის მერიასთან რამდენიმე საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს
ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფის განცხადებით, თბილისის მერიასთან რამდენიმე საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს

ტაქსის მძღოლები, რომლებიც ტაქსებთან დაკავშირებულ ახალ რეგულაციებს აპროტესტებენ, აცხადებენ, რომ თბილისის მერიასთან მოლაპარაკებები გაგრძელდება. მძღოლების საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი, ვალერი ქადაგიშვილი აცხადებს, მერიის წარმომადგენლებს საკუთარი მოთხოვნები გააცნეს და ამ ეტაპზე, სამუშაო პროცესი გრძელდება.

ტაქსის მძღოლები 18 აპრილს საინფორმაციო აქციას გამართავენ და აქციის მონაწილეებს მოლაპარაკებების დეტალებს გააცნობენ. მძღოლები პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებენ, წინასწარი განცხადებებისგან თავი შეიკავონ.

„საინიციატივო ჯგუფმა მივიღეთ გადაწყვეტილება, არ ავყვეთ არანაირ პოლიტიკურ ძალას პოლიტიკურ თამაშებში და ბრძოლა გავაგრძელოთ სუფთა ხელებით. აქედან გამომდინარე, ვართ მერიასთან მოლაპარაკებებში, რიგ საკითხებში მივაღწიეთ შეთანხმებას და მიმდინარეობს მუშა პროცესი. ეს პროცესი გაგრძელდება და ყველა პოლიტიკურ პარტიას მოვუწოდებთ, რომ წინასწარი განცხადებებისგან თავი შეიკავონ.

გარკვეული შეთანხება იყო, რომ მარჯვენა საჭიანებს, როგორც „ა“ ისე „ბ“ კატეგორიებზე დაუშვებენ, კიდევ იყო შეთანხმება ფირთან დაკავშირებით. რაც შეეხება დროს, ამაზე გვაქვს კონსულტაციები. ბიჭები გამოვლენ და ავუხსნით ყველას, მივცემთ განმარტებას, რომ ჩვენ ვართ მუშა პროცესში. დესტაბილიზაცია და არეულობა არავის გვჭირდება“, – აცხადებს ვალერი ქადაგიშვილი.