ტაქსებსა და მსუბუქ ავტომობილებში არასრულწლოვანთა თანდასწრებით თამბაქოს მოხმარებაზე შესაძლოა, კანონი გამკაცრდეს
ტაქსებსა და მსუბუქ ავტომობილებში არასრულწლოვანთა თანდასწრებით თამბაქოს მოხმარებაზე შესაძლოა, კანონი გამკაცრდეს

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს მიაჩნია, რომ ტაქსებსა და მსუბუქ ავტომობილებში არასრულწლოვანთა თანდასწრებით თამბაქოს მოხმარების აკრძალვის დაწესებაზე მსჯელობის დაწყება დროულია.

კომიტეტის პოზიცია დაფიქსირებულია იმ დადგენილების პროექტში, რომელიც „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის აღსრულების მდგომარეობას ეხება.

პროექტში ნათქვამია, გამოიკვეთა, რომ ტაქსებსა და მსუბუქ ავტომობილებში არასრულწლოვანთა თანდასწრებით თამბაქოს მოხმარების აკრძალვის დაწესებაზე მსჯელობის დაწყება დროულია, ეს კი გააძლიერებს თამბაქოს კონტროლის ღონისძიებებს.