თაქან ილდემი - მიღებულია გადაწყვეტილება, რომ არსებითი პაკეტი განახლდეს და უკეთ ემსახუროს ნატო-საქართველოს დღის წესრიგს
თაქან ილდემი - მიღებულია გადაწყვეტილება, რომ არსებითი პაკეტი განახლდეს და უკეთ ემსახუროს ნატო-საქართველოს დღის წესრიგს

საქართველოს ნატო-ს წევრობის გზაზე ბევრი ინსტრუმენტი აქვს, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ არსებითი პაკეტი განახლდეს და უკეთ ემსახუროს ნატო-საქართველოს დღის წესრიგს, – ამის შესახებ სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწე თაქან ილდემმა საქართველოს პირველ არხს ექსკლუზიურ ინტერვიუში განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველო ნატო-ს ძალიან ღირებული პარტნიორია.

„ბევრი მიმართულებით თქვენ ახდენთ იმის დემონსტრირებას, როგორ შეგიძლიათ შეიტანოთ წვლილი გლობალური მშვიდობის დამყარების პროცესში. ავღანეთის მისიაში თქვენ ძალიან დიდი წვლილი შეგაქვთ, საქართველო ყველაზე დიდი კონტრიბუტორია არაწევრ ქვეყანათა შორის. ძალიან მნიშვენელოვანია, რომ თქვენ ყოველთვის წევრი სახელმწიფოების მხარდამხარ იბრძვით და გვახსოვს ის მსხვერპლიც, რომლიც თქვენმა ერმა გაიღო მშვიდობის გამყარებაში.

თქვენ წევრობის გზაზე ბევრი ინსტრუმენტი გაქვთ ხელთ. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ არსებითი პაკეტი განახლდეს და უკეთ ემსახუროს ნატო-საქართველოს დღის წესრიგს. ის განახლდება, იმიტომ რომ ბევრი აქტივობა უკვე წარმატებით დასრულდა და კოლექტიური ძალისხმევით შედეგები მიღწეულია, მაგრამ ზოგიერთი მიმართულებით ჩვენ შეგვიძლია გავაძლიეროთ თანამშრომლობა. ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში ჩვენ უკვე გვაქვს პოლიტიკური დიალოგი, რაც მნიშვნელოვანია შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცებისთვის. შავ ზღვაზე ნატო-ს სამი წევრია წარმოდგენილი – თურქეთი, ბულგარეთი და რუმინეთი. საქართველო როგორც პარტნიორ ქვეყანას აქვს შესაძლობლობა, რომ აქაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს. ახლა ნატო შავ ზღვაზე იმაზე მეტადაა წარმოდგენილი, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა“,- განაცხადა სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ.