ტანია ფაიონი - სლოვენია მხარს უჭერს უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ევროპულ პერსპექტივას ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამივე წევრი სახელმწიფოსთვის
ტანია ფაიონი - სლოვენია მხარს უჭერს უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ევროპულ პერსპექტივას ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამივე წევრი სახელმწიფოსთვის

სლოვენია მხარს უჭერს უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ევროპულ პერსპექტივას ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამივე წევრი სახელმწიფოსთვის, – ეს განცხადება სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტანია ფაიონიმ ​ევროკავშირის საბჭოს დაწყების წინ გააკეთა.

„სლოვენია მხარს უჭერს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას უკრაინისთვის და ევროპულ პერსპექტივას ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამივე წევრი სახელმწიფოსთვის, მაგრამ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა ჩვენი გაფართოების პოლიტიკა იყოს სანდო, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ასევე არ უნდა დავიწყოთ ევროკავშირის გაფართოების პროცესი დასავლეთ ბალკანეთის მიმართულებით“, – განაცხადა სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.