თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდი - ვამაყობთ, რომ ხელი მოვაწერეთ ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეკრულებას არაბთა გაერთიანებულ საამიროებს და საქართველოს შორის, ეს გააძლიერებს ურთიერთობებს
თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდი - ვამაყობთ, რომ ხელი მოვაწერეთ ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეკრულებას არაბთა გაერთიანებულ საამიროებს და საქართველოს შორის, ეს გააძლიერებს ურთიერთობებს

ის ფაქტი, რომ 60 ქვეყნიდან ორი ათასზე მეტი ადამიანი იმყოფება აქ, აჩვენებს, როგორ გადაიქცა ეს პლატფორმა რეგიონის და მსოფლიოს ქვეყნების ბიზნესების და მთავრობების რეალურ შესაკრებად, სტრატეგიულ საკითხებზე სასაუბროდ და სამუშაოდ, – ამის შესახებ არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრმა საგარეო ვაჭრობის საკითხებში, თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდიმ თბილისში განაცხადა, სადაც „აბრეშუმის გზის ფორუმი“ მიმდინარეობს.

თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდის თქმით, საამაყოა, რომ ხელი მოეწერა ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეკრულებას არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საქართველოს შორის.

„ხელშეკრულება გააძლიერებს ორმხრივ ურთიერთობებს და ინვესტიციებს ორივე მხრიდან. გასულ წელს ჩვენს ქვეყნებს შორის ვაჭრობამ 480 მილიონ დოლარს მიაღწია. ეს არის 150-პროცენტიანი ზრდა და დარწმუნებული ვარ, რომ ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმება კავშირებს განსხვავებულ დონეზე გადაიყვანს. ჩვენ გვსურს, რომ მივაღწიოთ 1.5-მილიარდიან ნიშნულს მომავალი ხუთი წლის განმავლობაში. ინვესტიციები ასევე წარმატებულია. არაბთა გაერთიანებული საამიროები მეექვსე ყველაზე დიდი ინვესტორია საქართველოში. საქართველოს აქვს სტრატეგიული მდებარეობა და წვდომა სხვადასხვა კონტინენტზე. ახლა დროა ძალების გაერთიანებისთვის. ჩვენი დელეგაცია ავლენს ინტერესს ამ ბაზრის მიმართ, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ინფრასტრუქტურას. დარწმუნებული ვარ, ბევრი კარგი რამ მოხდება ფორუმის შემდეგ“, – განაცხადა თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდიმ.