თანამდებობის პირთა ჩამონათვალს, რომლებსაც ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციის შევსების ვალდებულება აქვთ, კიდევ რამდენიმე თანამდებობა დაემატა
თანამდებობის პირთა ჩამონათვალს, რომლებსაც ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციის შევსების ვალდებულება აქვთ, კიდევ რამდენიმე თანამდებობა დაემატა

პროკურორი, ევროჯასტში მეკავშირე პროკურორი, მეკავშირე პროკურორის დამხმარე, ასევე გენერალური პროკურატურის დეპარტამენტების უფროსები (რომლებიც თანამდებობის პირებად აქამდე არ ითვლებოდნენ) ვალდებული იქნებიან, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაცია შეავსონ.

შესაბამისი ცვლილებები მთავრობამ მოამზადა, რომლის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.

დღეს მოქმედი კანონით, დეკლარაციის შევსების ვალდებულება აქვთ თანამდებობის პირებს, რომლებიც არიან: გენერალური პროკურორი, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე და მოადგილეები, გენერალური პროკურატურის დეპარტამენტების უფროსები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, თბილისის, საოლქო და რაიონული პროკურორები.

მთავრობის განმარტებით, პროკურორის სტატუსის მქონე ყველა პირი არ ექცევა თანამდებობის პირისთვის „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული რეგულაციების ბოჭვის ფარგლებში, მათ შორის თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის თვალსაზრისით.

კანონის თანახმად, დეკლარაციის წარუდგენლობა იწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.