თამთა მიქელაძე - გვაქვს მოლოდინი, რომ სოფელ ბუკნარში ესკალაცია დაიწევს და მოხდება შეთანხმება ლოცვის უფლებასა და მშვიდობაზე
თამთა მიქელაძე - გვაქვს მოლოდინი, რომ სოფელ ბუკნარში ესკალაცია დაიწევს და მოხდება შეთანხმება ლოცვის უფლებასა და მშვიდობაზე

გვაქვს მოლოდინი, რომ სოფელ ბუკნარში ესკალაცია დაიწევს და ნამდვილად მოხდება შეთანხმება ლოცვის უფლებასა და მშვიდობაზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელმა, თამთა მიქელაძემ განაცხადა, რომელიც სოფელ ბუკნარში იმყოფება.

„იმისთვის, რომ კონფლიქტი რეალურად დასრულდეს, საჭიროა პოზიტიური ტრანსფორმაციული მუშაობა ამ სოფელშიც და სხვა სოფლებშიც, სადაც ამგვარი კონფლიქტის რისკები არსებობს ან უკვე მოხდა“, – აღნიშნა თამთა მიქელაძემ.

მისი შეფასებით, გუშინდელი მედიაციის პროცესში და მანამდეც ხარვეზები ჩანდა.

„თანასწორობის მხარდამჭერმა განცხადებებმა დაიგვიანა. უფრო მაღალ დონეზე ორგანიზებულმა გუშინდელმა შეხვედრამაც დაიგვიანა. თუმცა საბოლოოდ ამგვარი შეხვედრები შედგა. პოლიცია ცდილობდა წესრიგის უზრუნველყოფას. გარკვეული რეაგირება მოხდა, როცა ადამიანები, რომლებმაც იძალადეს, დააკავეს. ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია დღევანდელი შეხვედრის ეს პროცესი და პრობლემის დანახვა“, – განაცხადა  მიქელაძემ.

სოფელ ბუკნარში ქრისტიან და მუსლიმ მოსახლეობას შორის მორიგი შეხვედრა დღეს, მუსლიმების ლოცვის შემდეგ გაიმართება. შეხვედრას ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრებიან.