თამთა მიქელაძე - უნდა გავთავისუფლდეთ თვითკოლონიზების სენისგან, რომ ვაშინგტონი რასაც იტყვის, ის იქნება სწორი, ტრამპი არის სერიოზული პრობლემა, რეალურად, წარმოადგენს ნეოფაშისტურ ძალას
თამთა მიქელაძე - უნდა გავთავისუფლდეთ თვითკოლონიზების სენისგან, რომ ვაშინგტონი რასაც იტყვის, ის იქნება სწორი, ტრამპი არის სერიოზული პრობლემა, რეალურად, წარმოადგენს ნეოფაშისტურ ძალას

ტრამპი არის სერიოზული პრობლემა, რეალურად, წარმოადგენს ნეოფაშისტურ ძალას, რომელიც საბაზისო თავისუფლებისა და თანასწორობის ღირებულებებზე ამბობს უარს, – ამის შესახებ „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელმა, თამთა მიქელაძემ ერთ-ერთი მედიის ეთერში კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

კერძოდ, მიქელაძეს გადაცემის წამყვანმა კითხვა დაუსვა: „თქვენს დონორებში წერია NED-ი. ალბათ აკვირდებით განცხადებებს, რომლებიც კეთდება შეერთებულ შტატებში USAID-ისა და NED-ის მისამართით. როგორ გამოეხმაურებით ამას, რადგან ჩანს, რომ ყველა ეს სიცოცხლისუნარიანი პროგრამები არ იქნება ამ ადმინისტრაციის პირობებში“.

„რა თქმა უნდა, კრიტიკული ვარ ტრამპის, ტრამპიზმისა და იმ ნეოკონსერვატიული, ნეოფაშისტური ძალების მიმართ, რომლებიც ევროპასა თუ ამერიკაში იბადებიან, აღორძინდნენ და, ზოგიერთ შემთხვევაში, ფორმალურ პოლიტიკაში წარმატებებსაც აღწევენ. ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ თვითკოლონიზების სენისგან, რომ ვაშინგტონი რასაც იტყვის, ის იქნება სიმართლე და სწორი. ასე არ არის. ამაზეც გვქონდა თვითკრიტიკა, როდესაც ოპოზიციური ძალები, დემოკრატიული ძალები უპირობო, კრიტიკის გარეშე იღებდნენ ევროპული თუ ამერიკული ცენტრის … ტრამპი არის სერიოზული პრობლემა, რეალურად, წარმოადგენს ნეოფაშისტურ ძალას, რომელიც საბაზისო თავისუფლებისა და თანასწორობის ღირებულებებზე ამბობს უარს. იყენებს იმ სისუსტეებს, რომელიც თანამედროვე დემოკრატიებს აქვთ. ჩვენ ამაზეც უნდა ვილაპარაკოთ. უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, როგორ შევქმნათ ალტერნატიული პროგრესული დღის წესრიგები. ვხედავთ, თავად „ქართული ოცნება“ როგორ იყენებს დემოკრატიის დასაზიანებლად სწორედ ამ მანკიერებებს, რომელიც მოედო მსოფლიოს გლობალურად“, – განაცხადა თამთა მიქელაძემ.