თამბაქოს ნაწარმის ყველა სხვა შეფუთვით რეალიზაციის ან განვადების მომწესრიგებელი ნორმების დარღვევაზე სანქციები პირველი მაისიდან დაწესდება
თამბაქოს ნაწარმის ყველა სხვა შეფუთვით რეალიზაციის ან განვადების მომწესრიგებელი ნორმების დარღვევაზე სანქციები პირველი მაისიდან დაწესდება

თამბაქოს ნაწარმის ყველა სხვა შეფუთვით რეალიზაციის ან განვადების მომწესრიგებელი ნორმების დარღვევასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სანქციები 2018 წლის პირველი მაისიდან დაწესდება.

შესაბამისი ცვლილებები “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის”, რომლის ავტორი პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტია.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ თამბაქოს სტანდარტიზებულ შეფუთვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სანქციების ამოქმედების ვადა დარჩეს იგივე, არაუგვიანეს 2022 წლის 31 დეკემბერი.

კანონპროექტის ავტორები ვარაუდობენ, რომ ცვლილებები სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ზრდის მიმართულებით გავლენას იქონიებს, რადგან დარღვევისთვის გათვალისწინებულია ფულადი სანქციები, რაც დაახლოებით 5 ათას ლარამდე მერყეობს.