თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონპროექტით შესაძლოა, ე.წ. ბრენდის გაფართოება აკრძალვას დაექვემდებაროს

13:28, 29.11.2021

თამბაქოს ნაწარმის პოპულარიზაციად შესაძლოა ჩაითვალოს და აკრძალვას დაექვემდებაროს ე.წ. ბრენდის გაფართოება და სავაჭრო ობიექტში თამბაქოს ნაწარმის მოწყობილობების შიდა ან გარე ნაწილზე ისეთი სურათების, სპეციალური განათების, ციფრული მასალის ან ტექსტების განთავსება, რომელმაც შესაძლოა, მომხმარებლის ყურადღება მიიქციოს.

ცვლილებები „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.

ცვლილებები ინიციატორები პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე და ლადო კახაძე არიან.

მსგავსი