თამბაქოს კონტროლის ალიანსის თავმჯდომარე იმედს გამოთქვამს, რომ გასახვევ თამბაქოზე გადასახადები გაიზრდება
თამბაქოს კონტროლის ალიანსის თავმჯდომარე იმედს გამოთქვამს, რომ გასახვევ თამბაქოზე გადასახადები გაიზრდება

საქართველოში თამბაქოთი უკანონო ვაჭრობის შემთხვევები ძირითადად სამეგრელოს რეგიონში ფიქსირდება, – ამის შესახებ საქართველოს სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ მომზადებულ ანგარიშშია აღნიშნული. კვლევა თამბაქოს კონტროლის ალიანსის დაკვეთით მომზადდა.

როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ბახტურიძე აცხადებს, კვლევა 2017 და 2018 წლის ნოემბერში, ასევე 2019 წლის აპრილში. მისი თქმით, შეისწავლეს ხუთი რეგიონი – სამეგრელო, სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი, იმერეთი და თბილისი.

„სამეგრელოს გარდა, ყველა რეგიონში ნორმალური მდგომარეობა გვაქვს. გამოკვლევის პირველი ტალღის დროს უკანონო ვაჭრობის შემთხვევები 5 პროცენტი იყო, აქედან აბსოლუტური უმრავლესობა უკანონო ნაწარმის, აფხაზურ აქციზიანი იყო. მეორე ტალღის დროს გაიზარდა 14%-მდე და მესამე ტალღაში 32%-მდე. თუმცა, მთალიანად საქართველოში უკანონო ვაჭრობის შემთხვევები 2-3%-ს არ სცილდება“, – აცხადებს გიორგი ბახტურიძე.

მისივე განმარტებით, ჩამოთვლილ რეგიონებში გაზრდილია გასახვევი თამბაქოს მოხმარებაც.

ბახტურიძე ამბობს, რომ პარლამენტი უკვე განიხილავს კანონპროექტს თამბაქოს ნედლეულის დაბეგვრის შესახებ და იმედს გამოთქვამს, რომ გადასახადები გასახვევ თამბაქოზეც გაიზრდება.

დატოვე კომენტარი