თამბაქოს ახალი ნაწარმისა და გასახურებელი თამბაქოს თითოეულ შეფუთვაზე სამედიცინო გაფრთხილება პიქტოგრამის განთავსების გარეშე შესაძლებელი იქნება 2025 წლის პირველ იანვრამდე
თამბაქოს ახალი ნაწარმისა და გასახურებელი თამბაქოს თითოეულ შეფუთვაზე სამედიცინო გაფრთხილება პიქტოგრამის განთავსების გარეშე შესაძლებელი იქნება 2025 წლის პირველ იანვრამდე

თამბაქოს ახალი ნაწარმისა და გასახურებელი თამბაქოს თითოეულ შეფუთვაზე სამედიცინო გაფრთხილება პიქტოგრამის განთავსების გარეშე შესაძლებელი იქნება 2025 წლის პირველ იანვრამდე.

შესაბამისი ცვლილებები „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება 29 ნოემბრის ბიუროს სხდომაზე მოხდება, პროექტის ინიციატორები უმრავლესობის წევრები დიმიტრი ხუნდაძე და ლადო კახაძე არიან.

დღეს მოქმედი კანონით, აღნიშნული ვადა განსაზღვრული იყო 2022 წლის 1-ელი იანვრით. შესაბამისად, ვადების გადაწევა ხდება. ცვლილებებით განისაზღვრება, რომ აღნიშნულ ვადაში, გასახურებელი თამბაქოს შემთხვევაში, სამედიცინო გაფრთხილება შესაძლებელი იქნება არ იკავებდეს გვერდის საერთო ფართობის 30 პროცენტზე ნაკლებს, რომელშიც შედის შემომფარგვლელი ხაზები.