თამაზ მოლაშვილი - წარმოვიდგინე, რომ პრეზიდენტად აირჩიეს გრიგოლ ვაშაძე, გაათავისუფლა ჩემი შვილის მკვლელები, ვეკითხები ნებისმიერ ადამიანს, როგორ შეიძლება დამთავრდეს ჩემი მათთან შეხვედრა
თამაზ მოლაშვილი - წარმოვიდგინე, რომ პრეზიდენტად აირჩიეს გრიგოლ ვაშაძე, გაათავისუფლა ჩემი შვილის მკვლელები, ვეკითხები ნებისმიერ ადამიანს, როგორ შეიძლება დამთავრდეს ჩემი მათთან შეხვედრა

კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის სულხან მოლაშვილის მამის, თამაზ მოლაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ საზოგადოებას ზიზღს იწვევს და ქართველი ხალხის წინაშე ბევრი დანაშაული აქვთ ჩადენილი.

„როდესაც გრიგოლ ვაშაძეს არეგისტრირებდნენ საპრეზიდენტო კანდიდატად, ხომ იცოდნენ, საზოგადოების აზრი, რომ 5 ნომერი, „ნაციონალური მოძრაობა“ რამხელა ზიზღს იწვევდა. მარტო ის ხომ არ არის, რომ სასამართლომ ბრალი დასდო, თუ არ დასდო.

უცებ წარმოვიდგინე ასეთი ამბავი, რომ პრეზიდენტად აირჩიეს გრიგოლ ვაშაძე, რომელიც ამბობს გვარებს, რომ ამას, ამას გავათავისუფლებ.  უცებ წარმოიდგინეთ, რომ მისი განმთავისუფლებელი ხალხი ქორწილში შემხვდა მე, თამაზ მოლაშვილს, შვილმკვდარ მამას, ქელეხში შემხვდა, ვეკითხები ნებისმიერ ადამიანს, ეს შეხვედრა როგორ დამთავრდება? ეს მუქარა არ არის, მაგრამ იქ ვინ რას მოიმოქმედებს, ნურავინ ნუ დაგეგმავს წინასწარ. რანაირად უნდა შევხედო მე იმ გათავისუფლებულ პიროვნებებს”, – განაცხადა თამაზ მოლაშვილმა.

მისივე თქმით, არ ითხოვს სასჯელს, მაგრამ აუცილებელია, ეს ხალხი გამოიყვანონ და თქვან, რომ დამნაშავეები არიან.

„ამდენ გამწარებულ ხალხს რომ ესენი შეგვხვდებიან, გიფიქრიათ, როგორ დამთავრდება ეს შეხვედრა, მე მიფიქრია, ან ერთ დარჩება, ან მეორე. უფრო ცუდი რომ არ მოხდეს, იქნებ სახელმწიფომ ესენი დააყენოს სამარცხვინო ბოძზე, ან შეარცხვინონ, ან ბოდიში მოახდევინონ“, – განაცხადა თამაზ მოლაშვილმა.