თამაზ გაიაშვილი - იმედია, თბილისის აეროპორტში ფასები მგზავრისთვის სასარგებლოდ შეიცვლება
თამაზ გაიაშვილი - იმედია, თბილისის აეროპორტში ფასები მგზავრისთვის სასარგებლოდ შეიცვლება

„აირზენას“ დამფუძნებელს თამაზ გაიაშვილს იმედი აქვს, რომ თბილისის აეროპორტში ფასები მგზავრისთვის სასარგებლოდ შეიცვლება.

მან ავიაკომპანია Ryanair-ის წარმომადგენლის განცხადება შეაფასა, რომელმაც აღნიშნა, რომ თბილისში ტარიფები ბარსელონაზე მაღალია.

“ჩვენ წლების მანძილზე ვსაუბრობთ თბილისის აეროპორტზე. ძალიან მაღალი ფასებია. ასევე, აქ არის მონოპოლისტი. ჩვენი ავიაკომპანიისთვის შეუძლებელია ნორმალური ტარიფებით ოპერირება. დღეს ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ რამენაირად გამოვნახოთ მათთან საერთო ენა და რამენაირად ზემოქმდება ვიქონიოთ მათზე, რომ ფასების რეგულაცია მგზავრისთვის სასარგებლოდ მოხდეს”, – აღნიშნა გაიაშვილმა.

„აირზენა“ მარტის ბოლოდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 11 ახალ მიმართულებას ამატებს.