თამაზ გაბისონია - არამოქალაქეობრივი პოზიციის მქონე არ უნდა ვუწოდოთ ადამიანს, თუ არჩევნებზე არ მიდის, რადგან ეს უფლებაა და არა ვალდებულება
თამაზ გაბისონია - არამოქალაქეობრივი პოზიციის მქონე არ უნდა ვუწოდოთ ადამიანს, თუ არჩევნებზე არ მიდის, რადგან ეს უფლებაა და არა ვალდებულება

არამოქალაქეობრივი პოზიციის მქონე არ უნდა ვუწოდოთ ადამიანს, თუ ის არჩევნებზე არ მიდის, რადგან ეს უფლებაა და არა ვალდებულება, – ამის შესახებ მუსიკათმცოდნემ და საზოგადოებრივმა აქტივისტმა, თამაზ გაბისონიამ პირველი არხის გადაცემაში „საპრეზიდენტო არჩევნები 2018“ განაცხადა.

„მე ვარ მომხრე იმისა, რომ თუ ადამიანს მოქალაქეობრივი პოზიცია აქვს და არჩევნებზე ამის გამო არ მიდის, გავიგოთ, რატომ არ მიდის და იდიოტი და არამოქალაქეობრივი პოზიციის მქონე მოქალაქე არ დავუძახოთ, რადგან ეს უფლებაა და არა ვალი. მასზე ცოტა არ იყოს, ზედმეტი ზეწოლა არ უნდა მოვახდინოთ, ვისაც არჩევა და სახელმწიფოს მართვაში მონაწილეობა არ უნდა. შესაძლოა, ადამიანი ფიქრობს, არ ვიცი, ხმა ვის მივცე და რატომ უნდა დავაჭირო ხელი ღილაკს, შეიძლება, ერთადერთი ხმის ღილაკს. ეს არის ზეწოლა და უბრალოდ, ადამიანის კონსტიტუციური უფლების შელახვა“, – განაცხადა გაბისონიამ

მისი თქმით, შესაძლოა, მოქალაქეს არ სურს, მონაწილეობა მიიღოს უმსგავსობასა და მარაზმში, სადაც პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელიც შემდეგ უპარტიო უნდა გახდეს, დღეს პარტიულია.

როგორც გაბისონიამ აღნიშნა, არჩევნებზე ადამიანები სხვადასხვა მიზეზით არ მიდიან, მაგრამ მისი მიზეზი, რის გამოც არჩევნებზე არ მიდის, საარჩევნო სისტემის ხარვეზიანობაა.

თამაზ გაბისონიამ ასევე განაცხადა, რომ პარტიული იდეოლოგია უკვე განვლილი ეტაპია და სწორი არჩევნები უპარტიო უნდა იყოს.