თამაზ ფაცაცია - ვერ მივხვდი, მამუკა ხაზარაძეს რა გაუკვირდა, ეროვნული მოძრაობის ლიდერებს თუ ვინმესთან შეკითხვა გაუჩნდებათ, აქვთ უფლება, კითხვები დასვან
თამაზ ფაცაცია - ვერ მივხვდი, მამუკა ხაზარაძეს რა გაუკვირდა, ეროვნული მოძრაობის ლიდერებს თუ ვინმესთან შეკითხვა გაუჩნდებათ, აქვთ უფლება, კითხვები დასვან

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“ თამაზ ფაცაცია ზუგდიდში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პარტია „ლელო – საქართველოსთვის“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებას გამოეხმაურა.

ფაცაციას თქმით, გაუგებარია, რატომ გაუკვირდა მამუკა ხაზარაძეს ის კითხვები და რეაქცია, რაც მათ მიმართ ადამიანებს ჰქონდათ. თამაზ ფაცაციას განმარტებით, დავალებების გაცემა მათი სტილი არ არის, თუმცა ფიქრობს, რომ ეროვნული მოძრაობის ლიდერებს თუ ვინმესთან შეკითხვა გაუჩნდებათ, აქვთ უფლება, ეს კითხვები დასვან.

„მამუკა ხაზარაძეს რა გაუკვირდა, ვერ მივხვდი. წლების განმავლობაში ბატონი ბანკირი არის ეროვნული მოძრაობის მოწინააღმდეგე. ქალბატონი მადონა მაქაცარია, რომელსაც ჩვენ უდიდეს პატივს ვცემთ, ასევე როლანდ მაქაცარია და ჯამბულ ბოკუჩავა არიან ეროვნული მოძრაობის თვალსაჩინო მაგალითები, რომლებსაც მთელი ზუგდიდი პატივს ვცემთ. რა თქმა უნდა, ამ ადამიანებს ექნებოდათ შეკითხვები და რეაქციები. შესაბამისად, როდესაც საქართველოში 9 აპრილის უდიდესი ტრაგედია დატრიალდა, მამუკა ხაზარაძე ატარებდა კომუნისტური პარტიის ბილეთს და მანდატს. მას კომუნისტური პარტია არ დაუტოვებია. ის ებრძოდა ეროვნულ მოძრაობას, ხოლო მადონა მაქაცარია, როლანდ მაქაცარია და ჯამბულ ბოკუჩავა არიან ზუგდიდის თვალსაჩინო მაგალითები, ეროვნული მოძრაობის წევრები და ისინი ყოველთვის იქნებიან იმ ეროვნული ხელისუფლების წევრები, რომლებმაც კომუნისტური მოძრაობა დაასრულა საქართველოში და რომლებმაც თავისუფლება მოუტანეს ჩვენს ქვეყანას. მინდა, გითხრათ, ზოგადად, დავალებები ჩვენი სტილი არ არის. მახსოვს, დავალებები როგორ გაიცემოდა 2012 წელს და ზოგიერთი პარტიის წარმომადგენლები, რომლებსაც დღეს გარკვეული პრეტენზიები გააჩნიათ და არის არალეგიტიმური, ჩვენს შეხვედრებს როგორ არბევდნენ, შლიდნენ. მაგრამ ეროვნული მლძრაობის ლიდერებს, რომლებსაც ჩვენ პატივს ვცემთ, ამ ადამიანებს თუ შეკითხვა გაუჩნდებათ ვინმესთან, მათ აქვთ ამისი უფლება და სრულიად სამართლიანია, ნებისმიერთან მივიდნენ და ჰკითხონ. მათ ხომ არ უჩხუბიათ, უბრლოდ შეკითხვები დასევს იმ თემებზე, რაც მათ აწუხებდათ, თუმცა ამომწურავი პასუხები არ მიუღიათ. ვნახე კადრები, სადაც არის კითხვა-პასუხის რეჟიმი, როდესაც ეროვნული მოძრაობის გმირებმა, ჩვენი დროის გმირებმა შეკითხვები დასვეს, მაგრამ პასუხები ვერ მიიღეს“, – განაცხადა თამაზ ფაცაციამ.

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ  ზუგდიდში ამომრჩევლებთან და პარტიის წევრებთან გუშინ გამართული შეხვედრის დროს პროვოკაცია მოხდა, რომელიც „ქართული ოცნების“ წევრებისა და მათი მხარდამჭერების მიერ იყო დაგეგმილი. ხაზარაძის თქმით, პარტიამ თითოეული მათგანის იდენტიფიკაცია მოახდინა.