თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატი – ვწყვეტ ელიზბარაშვილის დაცვას, საქმის მასალებმა გამოავლინა ისეთი გარემოებები და პოზიციური აცდენა, რაც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ჩემს პროფესიულ ეთიკას

14:34, 27.09.2026

საქმის მასალებმა გამოავლინა ისეთი გარემოებები და პოზიციური აცდენა, რაც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ჩემს პროფესიულ ეთიკას. ასეთ პირობებში დაცვის გაგრძელება ჩემს ღირსებას ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში თამაზ ელიზაბარაშვილის ადვოკატი ია კვანტალიანი წერს.

როგორც კვანტალიანი აღნიშნავს, თამაზ ელიზბარაშვილის დაცვას წყვეტს.

„თამაზ ელიზბარაშვილის დაცვას პირდაპირ შევეწირე, ჩემი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სასწორზე დავდე, რასაც პოლიციური ძალადობა და ტრავმები მოჰყვა. ​ექიმების მიერ დანიშნული ერთთვიანი წოლითი რეჟიმის მიუხედავად, ერთი დღეც არ დავწოლილვარ და უწყვეტად ვაგრძელებდი მის დაცვას. თუმცა, საქმის მასალებმა გამოავლინა ისეთი გარემოებები და პოზიციური აცდენა, რაც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ჩემს პროფესიულ ეთიკასა და პრინციპებს. ასეთ პირობებში დაცვის გაგრძელება ჩემს ღირსებას ეწინააღმდეგება, რის გამოც მივიღე გადაწყვეტილება, ვწყვეტ თამაზ ელიზბარაშვილის დაცვას. მას ჰყავს ადვოკატთა გუნდი და უადვოკატოდ არ რჩება“, – წერს ია კვანტალიანი.

საქართველოს პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს 3 სექტემბერს მუქარის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.

მსგავსი