თამაზ ცაბუტაშვილი - საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკოსი არ უნდა იყოს გამწესებული
თამაზ ცაბუტაშვილი - საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკოსი არ უნდა იყოს გამწესებული

პოლიტიკოსი არ უნდა იყოს გამწესებული საკონსტიტუციო სასამართლოში. ასეთია ჩემი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, – ასე უპასუხა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ცაბუტაშვილმა ჟურნალისტების კითხვას ირაკლი კობახიძის საკონსტიტუციო სასამართლოში შესაძლო დანიშვნაზე.

კითხვაზე, მიზანშეწონილი იქნება თუ არა ირაკლი კობახიძის პოლიტიკიდან სასამართლოში გადანაცვლება, ცაბუტაშვილმა უპასუხა: „ალბათ, არა“.

ცაბუტაშვილმა განაცხადა, რომ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ქვეყანაში სამართლიანი სასამართლოს არსებობაა.

„სამართლიანი სასამართლოს ხელმისაწვდომობა უნდა იყოს ყველა ადამიანისთვის. ეს თუ არ არის ჩვენს ქვეყანაში, არანაირი წინსვლა და განვითარება არ ექნება ქვეყანას“, – განაცხადა ცაბუტაშვილმა.