თამაზ ბორაშვილი – გილოცავთ დაზვერვის სააგენტოს თანამშრომელთა პროფესიულ დღეს, თქვენს საქმეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქვეყნის უსაფრთხოებასა და ეროვნული ინტერესების დაცვაში

10:20, 19.09.2026

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თამაზ ბორაშვილი დაზვერვის სააგენტოს თანამშრომლებს პროფესიულ დღეს ულოცავს და ღირსეული სამსახურისა და თავდადებისთვის მადლობას უხდის.

როგორც სუს-ის ხელმძღვანელი აღნიშნავს, დაზვერვის სააგენტოს თანამშრომლებს პროფესიონალიზმით, პასუხისმგებლობითა და სამშობლოსადმი ერთგულებით დიდი წვლილი შეაქვთ საქართველოს სტრატეგიული ამოცანების წარმატებით შესრულებაში.

„გილოცავთ დაზვერვის სააგენტოს თანამშრომელთა პროფესიულ დღეს! თქვენ ემსახურებით საქმეს, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების დაცვის საქმეში.

თანამედროვე მსოფლიო სულ უფრო რთული გამოწვევების წინაშე გვაყენებს. ამ რეალობაში კი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს თქვენი ყოველდღიური, ხშირად საზოგადოების თვალისთვის უხილავი საქმიანობა, რომელიც ემსახურება საფრთხეების დროულ გამოვლენას, ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებასა და მშვიდობიანი და სტაბილური მომავლის უზრუნველყოფას. თქვენი პროფესიონალიზმით, პასუხისმგებლობითა და სამშობლოსადმი ერთგულებით დიდი წვლილი შეგაქვთ საქართველოს წინაშე არსებული სტრატეგიული ამოცანების წარმატებით შესრულების პროცესში.

მადლობას გიხდით ღირსეული სამსახურისა და თავდადებისთვის. გისურვებთ წარმატებას, სიმტკიცესა და წინსვლას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“, – აღნიშნულია მილოცვაში.

 

მსგავსი