თამაზ ბაძაღუას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

22:21, 03.05.2019

პოეტის, დრამატურგისა და მთარგმნელის, თამაზ ბაძაღუას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. საღამოზე ქართველი დრამატურგი გაიხსენეს და მისი ლექსები და თარგმანები წაიკითხეს. ღონისძიებას თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, სტუდენტები, პროფესორები და მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

საღამო ლიტერატურული წრის „93-ე აუდიტორიის“ ფარგლებში შედგა.

მსგავსი