თამარაშვილზე ავტომობილი ამოტრიალდა
თამარაშვილზე ავტომობილი ამოტრიალდა

თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე ავტოავარიისას ერთი ადამიანი დაშავდა. ავტომანქანა გაჩერებულ ავტომობილს შეეჯახა და ამოტრიალდა.

შემთხვევის შედეგად დაშავებული პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიება სსკ-ის ​276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.