თამარაშვილის ქუჩაზე ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა [ფოტო/ვიდეო]

ხანძარია თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე.

ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა.

როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ლოკალიზებულია და მოხსნილია გავრცელების საფრთხე. ადგილზე ოთხი ეკიპაჟი მუშაობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე ნაპოვნია მამაკაცის ცხედარი.

დატოვე კომენტარი