თამარ ზოდელავა - გრანტების კონკურსისთვის არის სტანდარტიზებული ფორმები, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს დანართები შეუძლიათ მოიძიონ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს „ფეისბუქის“ გვერდზე
თამარ ზოდელავა - გრანტების კონკურსისთვის არის სტანდარტიზებული ფორმები, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს დანართები შეუძლიათ მოიძიონ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს „ფეისბუქის“ გვერდზე

საჯარო კონკურსის გამოცხადებისთანავე ჩვენ მაქსიმალურად უზრუნველვყავით, რომ ყველა განაცხადის ფორმა დამტკიცებული ყოფილიყო და, შესაბამისად, ხელმისაწვდომი დაინტერესებული პირისთვის, ამიტომ გვაქვს სტანდარტიზებული ფორმები, – ამის შესახებ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარემ, თამარ ზოდელავამ გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“ განაცხადა.

როგორც თამარ ზოდელავამ აღნიშნა, საჯარო კონკურსის პირობებისა და საგრანტო განაცხადის წარსადგენად საჭირო დანართების ნახვა დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ სოციალური ქსელის (Facebook) ოფიციალურ გვერდზე „სსიპ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო“.

„საჯარო კონკურსის გამოცხადებისთანავე ჩვენ მაქსიმალურად უზრუნველვყავით, რომ ყველა განაცხადის ფორმა დამტკიცებული ყოფილიყო და, შესაბამისად, ხელმისაწვდომი დაინტერესებული პირისთვის, ამიტომ გვაქვს სტანდარტიზებული ფორმები. ეს დანართები საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შეუძლიათ, მოიძიონ სააგენტოს სოციალური ქსელის (Facebook) ოფიციალურ გვერდზე„სსიპ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო“. აქ ჩვენ განვათავსეთ ყველა დანართი და, შესაბამისად, შეუძლიათ, ჩამოტვირთონ და ნახონ როგორც საჯარო კონკურსის პირობები, ასევე ის დანართები, რომლებიც უნდა შეავსონ და სავალდებულოა, რომ წარუდგინონ სააგენტოს, რათა მსჯელობა გაიმართოს და საბჭომ გადაწყვეტილება მიიღოს“, – განაცხადა თამარ ზოდელავამ.