თამარ ტალიაშვილი – ვაშინგტონში მინისტერიალის მიზანია ტრანსნაციონალური პოლიტიკური ტერორიზმის წინააღმდეგ პარტნიორი ქვეყნების გაერთიანება, საქართველოს ჩართულობა ასეთ პლატფორმაზე მნიშვნელოვანია 

19:38, 16.07.2026

ვაშინგტონში მინისტერიალის მიზანია ტრანსნაციონალური პოლიტიკური ტერორიზმის წინააღმდეგ პარტნიორი ქვეყნების გაერთიანება, – ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ჩართულობა ასეთ პლატფორმაზე მნიშვნელოვანია.

„საქართველოს ვიცე-პრემიერი მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობს მინისტერიალში, რომლის ინიციატორი და მასპინძელია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო. აღნიშნული მინისტერიალი მიზნად ისახავს ტრანსნაციონალური პოლიტიკური ტერორიზმის წინააღმდეგ პარტნიორი ქვეყნების გაერთიანებას.

დაახლოებით 60 ქვეყანა იყო მოწვეული და მნიშვნელოვანია საქართველოს ჩართულობა ასეთ პლატფორმაზე. აქვე აღსანიშნავია, რომ მინისტერიალი ფოკუსირებული იქნება დისკუსიაზე, რომელიც დაეთმობა ამ მომძლავრებული საერთაშორისო გამოწვევის, ერთი მხრივ, შეფასებას, ხოლო მეორე მხრივ, აშშ-ის საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერებასა და გაღრმავებას“, – განაცხადა ტალიაშვილმა.

ცნობისთვის, ვაშინგტონში მიმდინარე „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მინისტერიალში მონაწილეობს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, რომელიც მინისტერიალის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.

მსგავსი