თამარ ტალიაშვილი - ოპოზიციიდანაც გაკეთდა განცხადებები დიალოგისთვის მზადყოფნაზე, სწორედ ამ დროს, სააკაშვილის გუნდმა გადაწყვიტა მოლაპარაკებებში დისონანსის შეტანა
თამარ ტალიაშვილი - ოპოზიციიდანაც გაკეთდა განცხადებები დიალოგისთვის მზადყოფნაზე, სწორედ ამ დროს, სააკაშვილის გუნდმა გადაწყვიტა მოლაპარაკებებში დისონანსის შეტანა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ თამარ ტალიაშვილის თქმით, სერიოზული ნაბიჯები იყო გადადგმული პოლიტიკოსების მხრიდან, მათ შორის, ოპოზიციიდან გაკეთდა განცხადებები, რომ მზად არიან დიალოგისთვის და პარლამენტში შესასვლელად.

მისივე განმარტებით, სწორედ ამ დროს, მიხეილ სააკაშვილის გუნდმა გადაწყვიტა, ძველი, აპრობირებული მეთოდებით მოლაპარაკებებში გარკვეული დისონანსი შეიტანოს.

„დავინახეთ, რომ სერიოზული ნაბიჯები იყო გადადგმული პოლიტიკოსების მხრიდან, მათ შორის, ოპოზიციიდან გაკეთდა განცხადებები, რომ მზად არიან დიალოგისთვის და პარლამენტში შემოსასვლელად. სწორედ ამ დროს, მიხეილ სააკაშვილის გუნდმა გადაწყვიტა, ამ მოლაპარაკებებში კვლავ გარკვეული დისონანსი შეიტანოს. მიხეილ სააკაშვილის გუნდისგან ვხედავთ, რომ მათ ფერისცვალება დღესაც არ განუცდიათ. ფალსიფიკაცია, მოდიფიცირება, მოდელირებული ქრონიკები – სწორედ ამ ხელწერით, რომელიც ახასიათებთ, აგრძელებენ ნაბიჯების გადადგმას, რისი მიზანი არ არის საზოგადოების კონსოლიდაცია, მშვიდობა და სტაბილური განვითარება. სამწუხაროა, რომ საზოგადოებაში დისონანსის შეტანას ძველი, აპრობირებული მეთოდებით ცდილობენ. როცა მოდიფიცირებული, ფალსიფიცირებული, დამონტაჟებული კადრები გავიდა ეთერში, ამ ეთერის ავტორების მხრიდან მცდელობაც კი არ ყოფილა, ეთქვათ, რომ ეს არის ავთენტური და რეალური კადრები. ყველამ დაინახა, რომ ეს არის დამონტაჟებული, მოდიფიცირებული კადრები, მაგრამ დამონტაჟებულია 2010-2011 წლებში. ეს არის მხოლოდ მცდელობა, რომ დიალოგის მოლოდინი გაქრეს“, – აღნიშნა თამარ ტალიაშვილმა.