თამარ ტალიაშვილი - საზოგადოებრივი მაუწყებელი ერთმნიშვნელოვნად ყალიბდება როგორც ლიდერი, მოვლენების ობიექტური და დაბალანსებული გაშუქების მიმართულებით
თამარ ტალიაშვილი - საზოგადოებრივი მაუწყებელი ერთმნიშვნელოვნად ყალიბდება როგორც ლიდერი, მოვლენების ობიექტური და დაბალანსებული გაშუქების მიმართულებით

საზოგადოებრივი მაუწყებელი ერთმნიშვნელოვნად ყალიბდება როგორც ლიდერი, მოვლენების ობიექტური და დაბალანსებული გაშუქების მიმართულებით, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ტალიაშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და განათლების კომიტეტების ერთობლივი სხდომების შემდეგ განაცხადა, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ მაუწყებლის 2021 წლის ანგარიში წარადგინა.

თამარ ტალიაშვილის თქმით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მნიშვნელოვანი, ორიგინალური მიმართულებებითა და ქართული პროდუქციის შექმნის თვალსაზრისით ლიდერობა დაიკავა.

„საზოგადოებრივი მაუწყებელი ერთმნიშვნელოვნად ყალიბდება როგორც ლიდერი, მოვლენების ობიექტური და დაბალანსებული გაშუქების მიმართულებით. ასევე ლიდერობა დაიკავა მნიშვნელოვანი და ორიგინალური მიმართულებებით, ქართული კონტენტისა და პროდუქციის შექმნის თვალსაზრისით, როგორიცაა კულტურა, შემეცნებითი და საგანმანათლებლო პროგრამები. ეს უმნიშვნელოვანესი მიმართულებებია საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და მომავალი თაობის განათლების თვალსაზრისით. უნდა აღინიშნოს, რომ ობიექტურ და ნამდვილ ინფორმაციაზე წვდომა არის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპისა და მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ქვეყნის გამოწვევა. ამიტომაც, ევროპის მაუწყებელთა კავშირი პირდაპირ რეკომენდაციას აძლევს სახელმწიფოებს, რომ დემოკრატიის გაძლიერების მიზნით, საზოგადოებრივი მაუწყებელი გაძლიერდეს როგორც ნამდვილი და არა ფეიკნიუსების შემქმნელი მაუწყებლობა. სწორედ ასეთად ჩამოყალიბდა ჩვენი საზოგადოებრივი მაუწყებელი და ეს ძალიან მისასალმებელია“, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.