თამარ ტალიაშვილი - საქართველოს თავმჯდომარეობის დროს ინიცირებული საკითხების პრიორიტეტად შენარჩუნება ხაზს უსვამს, რომ ჩვენი ქვეყნის ინიციატივები მხარდაჭერილია ევროსაბჭოს მიერ
თამარ ტალიაშვილი - საქართველოს თავმჯდომარეობის დროს ინიცირებული საკითხების პრიორიტეტად შენარჩუნება ხაზს უსვამს, რომ ჩვენი ქვეყნის ინიციატივები მხარდაჭერილია ევროსაბჭოს მიერ

ძალიან მნიშვნელოვანია განცხადებები, რომელიც ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს გააკეთა. მან ხაზი გაუსვა, რომ გერმანიის პრიორიტეტებს შორის რჩება ის საკითხები, რომელიც ინიცირებული იყო საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში,- ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, თამარ ტალიაშვილმა განაცხადა.

თამარ ტალიაშვილი სტრასბურგში იმყოფება, სადაც დელეგაციასთან ერთად, ასამბლეის ზამთრის სესიის მუშაობაში იღებს მონაწილეობას.

მისი თქმით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში ინიცირებული საკითხები იყო გარემოს დაცვა და ადამიანის უფლებების დაცვა.

„გერმანიის თავმჯდომარეობის პერიოდში ამ ორი თემატიკის პრიორიტეტულ საკითხებად შენარჩუნება ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საქართველოს ინიციატივები და პრიორიტეტები მხარდაჭერილია ევროპის საბჭოს კონტექსტში“,- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.