თამარ ტალიაშვილი - ირაკლი ღარიბაშვილი არის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე უდიდესი ძალა
თამარ ტალიაშვილი - ირაკლი ღარიბაშვილი არის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე უდიდესი ძალა

ირაკლი ღარიბაშვილი არის ჩვენი ქვეყნის წარმატებისთვის მებრძოლი ჯარისკაცი ამ სიტყვის ყველაზე სიღრმისეული გაგებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თამარ ტალიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ტალიაშვილი აღნიშნავს, ირაკლი ღარიბაშვილი არის პრინციპულიც და ამავე დროს გამაერთიანებელი ხალხისთვის.

„თვით ურადიკალურეს ოპოზიციაშიც ვერ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც იოტის ოდენა ეჭვი შეიძლება ეპარებოდეს ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რამეში – ირაკლი ღარიბაშვილს საქართველო საკუთარ სიცოცხლეზე მეტად უყვარს. ირაკლი ღარიბაშვილი არის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე უდიდესი ძალა – ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმომწერი და ნატოსთან ყველაზე მჭიდრო ურთიერთობის სტადიაზე ქართული თავდაცვის გადამყვანი. წარმატებას ვუსურვებ ირაკლის“, – წერს ტალიაშვილი.

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა. გადადგომის შესახებ გახარიამ განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში დღევანდელ ბრიფინგზე გააკეთა.