თამარ ტალიაშვილი – ევროპის საბჭო მზად არის, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა, მათ შორის იმ სამოქმედო გეგმის ფარგლებში, რომელიც ქვეყანას ევროპულ გზაზე გაჰყვება
ევროპის საბჭო მზად არის, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა, მათ შორის იმ სამოქმედო გეგმის ფარგლებში, რომელიც ქვეყანას ევროპულ გზაზე გაჰყვება, – ამის შესახებ ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, თამარ ტალიაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მისივე თქმით, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი საქართველოში ახლო მომავალში ჩამოვა.
„ევროპის საბჭო მზად არის, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა, მათ შორის არსებული სამოქმედო გეგმის ფარგლებში, რომელიც ქვეყანას ევროპულ გზაზე გაჰყვება. ამ კონტექსტში, გენერალური მდივანი საქართველოში ახლო მიმავალში ჩამოსვლას აპირებს“, – წერს ტალიაშვილი.
ცნობისთვის, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსეტი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ესაუბრა. ბერსეტმა ყველა შესაბამის მხარეს მოუწოდა, თავი შეიკავონ შემდგომი ესკალაციისგან. ამასთან, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის მიერ გავრცელებული ინფორმაციით თანახმად, ალენ ბერსეტი უახლოეს მომავალში საქართველოში ვიზიტს გეგმავს.
🇬🇪🇪🇺🇪🇺🇬🇪The Council of Europe stands ready to continue supporting Georgia, including in the framework of its existing Action Plan, which will accompany the country on its European path. In this context, the Secretary General intends to visit Georgia soon. https://t.co/ywmzqBoH5r
— Tamar Taliashvili (@TTaliashvili) December 4, 2024