თამარ ტალიაშვილი – ელჩებთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გამოთქმული რეპლიკები აცდენილია იმ კურსს, რომელსაც უნდა გამოხატავდეს პოლიტიკოსი

13:54, 14.12.2020

ელჩებთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გამოთქმული რეპლიკები აცდენილია იმ კურსს, რომელსაც უნდა გამოხატავდეს ქართველი პოლიტიკოსი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თამარ ტალიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მან ასევე დასძინა, რომ ოპოზიციურ სპექტრში ყველას დამოკიდებულება ასეთი არ არის.

„ელჩებთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გამოთქმული არაერთი რეპლიკა აცდენილია იმ კურსს, რომელსაც უნდა გამოხატავდეს ქართველი პოლიტიკოსი თავისი ქვეყნის პარტნიორი ელჩების მიმართ. იმედი მაქვს, ისინი ამას ძალიან მალე გაანალიზებენ. ვხედავთ, რომ ოპოზიციურ სპექტრში ყველას დამოკიდებულება ასეთი არ არის. ბევრი ოპოზიციონერი ადეკვატურად აღიქვამს იმას, რომ ელჩების მიმართ ასეთი დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებში არ არის“, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

მსგავსი