თამარ ტალიაშვილი აშშ-ის სენატორს, სტივ დეინს შეხვდა

08:54, 12.09.2025

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი სენატორ სტივ დეინს შეხვდა. ამის შესახებ ტალიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო აშშ-ის სენატორთან, სტივ დეინსთან, ნამდვილ პატრიოტთან შეხვედრა. ჩვენ განვიხილეთ აშშ-საქართველოს ურთიერთობებში ახალი თავის გახსნა, არსებული კავშირების განმტკიცება, ასევე ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და კეთილდღეობის მნიშვნელობა“, – წერს ტალიაშვილი სოციალურ ქსელში.

 

მსგავსი