თამარ ქიტიაშვილი - სტუდენტები, რომლებმაც პროფესიული განათლება მიიღეს და დასაქმდნენ, ან საკუთარი საქმე წამოიწყეს, პროფესიული განათლების საუკეთესო ელჩები იქნებიან
თამარ ქიტიაშვილი - სტუდენტები, რომლებმაც პროფესიული განათლება მიიღეს და დასაქმდნენ, ან საკუთარი საქმე წამოიწყეს, პროფესიული განათლების საუკეთესო ელჩები იქნებიან

სტუდენტები, რომლებმაც პროფესიული განათლების მიღება წარმატებით დაასრულეს და დასაქმდნენ, ან საკუთარი საქმე წამოიწყეს, პროფესიული განათლების საუკეთესო ელჩები იქნებიან ყველასთან, ვისთანაც ხმა მიუწვდებათ, – განაცხადა პროფესიული განათლების საკითხებში გაერო-ს განვითარების პროგრამის მრჩეველმა, თამარ ქიტიაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„აუცილებელია, საზოგადოებამდე მეტი და მეტი ინფორმაცია მივიდეს. ამაში თქვენი, მედიის მხარდაჭერაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე საჭიროა, კარგი მაგალითების პოპულარიზაცია და კარგი იქნება, თუ მეტ ასეთ სახეს წარმოვაჩენთ“, – განაცხადა ქიტიაშვილმა. 

ამ განცხადებით თამარ ქიტიაშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებით საზოგადოებამდე რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივიდეს.

პროფესიული განათლების საკითხებში „გაერო-ს განვითარების პროგრამის“ მრჩეველმა ასევე აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებით გარკვეული სტერეოტიპები ჩამოყალიბდა და ამ სტერეოტიპების დასარღვევად ერთ გუნდად მუშაობა მიდის.