თამარ მეფის ხიდთან ავარიისას სამი ადამიანი დაშავდა 

20:32, 24.02.2018

თბილისში, თამარ მეფის ხიდთან ავტოავარია მოხდა.

ავარიისას სამი ადამიანი დაშავდა.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

მსგავსი