თამარ ლეფსვერიძე - ყოველთვის ვიცი, რომ თუ ინფორმაცია 1tv.ge-ზე დევს, ის უტყუარია
თამარ ლეფსვერიძე - ყოველთვის ვიცი, რომ თუ ინფორმაცია 1tv.ge-ზე დევს, ის უტყუარია

ყოველთვის ვიცი, რომ თუ ინფორმაცია 1tv.ge-ზე დევს, ის უტყუარია, – ამის შესახებ ჟურნალისტმა, თამარ ლეფსვერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„პირველ რიგში, ჩემ ინტერესში შედის, ეს ჩემს საინფორმაციო სააგენტო ipress.ge-ზე ვთქვა, მაგრამ ინფორმაციის გადამოწმების პროცესში, როცა ვგრძნობ, რომ ყველაფერი თავზე მემხობა, ამ დროს ვნახულობ, როგორ უწერია 1tv.ge-ს. ეს უკვე ამ საიტისადმი სანდოობას ნიშნავს.

იქ ბევრი ჩემი კოლეგა მუშაობს, რომელთა პროფესიონალიზმიც ეჭვგარეშეა. ეს პირველად ხდება, რომ ჩემთვის საზოგადოებრივი მაუწყებელი სანდო წყაროა. ეს მაუწყებელი ამდენი ხანია, არსებობს და პირველად ხდება, რომ ის ჩემთვის სანდო წყარო გახდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და საჭიროა, ადამიანმა რაღაცები დაინახო“, – განაცხადა თამარ ლეფსვერიძემ.

ამ განცხადებით თამარ ლეფსვერიძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, როგორ შეაფასებს ის აქციის ორგანიზატორთა მოწოდებებს, რომ დემონსტრანტებმა საქართველოს პირველი არხის ტერიტორიაზე უნდა გადაინაცვლონ და აქცია იქ განაგრძონ; რას შეიძლება ემსახურებოდეს ეს ყველაფერი და შეიძლება თუ არა, ეს პროცესი თავისუფალ მედიაზე თავდასხმად შეფასდეს.