თამარ კორძაია - „ქართულმა ოცნებამ“ ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატად წარმოადგინა ადამიანი, რომელიც ნამდვილად ვერ იმსახურებს ვერავის ნდობას არსებულ პოლიტიკურ რეალობაში
თამარ კორძაია - „ქართულმა ოცნებამ“ ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატად წარმოადგინა ადამიანი, რომელიც ნამდვილად ვერ იმსახურებს ვერავის ნდობას არსებულ პოლიტიკურ რეალობაში

ახლა ჩვენს ქვეყანაში ცესკო-ს ნებისმიერი თავმჯდომარე იქნება უსუსური და უუნარო, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.

„ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა ადამიანი, რომელიც ნამდვილად ვერ იმსახურებს ვერავის ნდობას არსებულ პოლიტიკურ რეალობაში. ახლა ჩვენს ქვეყანაში ცესკო-ს ნებისმიერი თავმჯდომარე იქნება უსუსური და უუნარო. ამიტომ, ჩვენ ხმა არ მივეცით კანდიდატებს, მაგრამ „ქართული ოცნება“ იმას იზამს, რაც უნდა, დაარღვევს შეთანხმებას, რომლის ანულირებაც უკვე მოახდინა“, – განაცხადა კორძაიამ.

საქართველოს პარლამენტში დღეს რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომაზე ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების კენჭისყრა მოხდება. კანდიდატებს უკვე მეოთხედ ეყრებათ კენჭი და ამ შემთხვევაში, მათ დასამტკიცებლად პარლამენტის წევრების სიითი შემადგენლობის უმრავლესობის, 76 დეპუტატის მხარდაჭერა იქნება საჭირო.

დატოვე კომენტარი