თამარ კორძაია - მეგის ქარდავა ჰყავთ ციხეში და ამ კადრების გასაჯაროების გარეშე გაასამართლონ, ძალიან გვიან იღვიძებს ეს ხელისუფლება, მაშინ როდესაც ეს პოლიტიკურად აწყობთ
თამარ კორძაია - მეგის ქარდავა ჰყავთ ციხეში და ამ კადრების გასაჯაროების გარეშე გაასამართლონ, ძალიან გვიან იღვიძებს ეს ხელისუფლება, მაშინ როდესაც ეს პოლიტიკურად აწყობთ

მეგის ქარდავა ჰყავთ ციხეში და ამ კადრების გასაჯაროების გარეშე გაასამართლონ, რა პრობლემა იყო, – ამის შესახებ „რესპუბიკური პარტიის“ წევრმა, თამარ კორძაიამ დღეს პროკურატურის მიერ გავრცელებულ მასალაზე საუბრისას განაცხადა.

„ეს რა თქმა უნდა არის საინფორმაციო ომის შემადგენელი ნაწილი, რომელშიც პროკურატურა ჩართულია როგორც მხარე, მეგის ქარდავა ჰყავთ ციხეში და ამ კადრების გასაჯაროების გარეშე გაასამართლონ, რა პრობლემა იყო. ძალიან გვიან იღვიძებს ეს ხელისუფლება, მაშინ იღვიძებს სწორედ როდესაც ეს პოლიტიკურად აწყობთ. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის დროზე აღიარა, რომ შეცდომები დაუშვა და მშვიდობიანად გადააბარა ეს ხელისუფლება, არ გაუყალბებია არჩევნები, ახლა ეს ხელისუფლება იგივე აკეთებს პრაქტიკულად, აყალბებს არჩევნებს და ემუქრება ყველას, ვინც მის წინააღმდეგაა“, – განაცხადა კორძაიამ.

პროკურატურამ პატიმრის წამების ფაქტზე ალექსანდრე მუხაძე პასუხისგებაში მისცა, ამავე საქმეზე ბრალდებულია მეგის ქარდავა.