თამარ კორძაია - ლევან იოსელიანს ჩემი ხმა ექნება, პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, ყველაზე მისაღები კანდიდატია
თამარ კორძაია - ლევან იოსელიანს ჩემი ხმა ექნება, პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, ყველაზე მისაღები კანდიდატია

ლევან იოსელიანს ჩემი ხმა ექნება, რადგან, პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, ლევანი ყველაზე მისაღები კანდიდატია. ვფიქრობ, რომ მის წინააღმდეგ არგუმენტი „ქართულ ოცნებასაც“ არ ექნება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.

მისი თქმით, ლევან იოსელიანს თანამშრომლობა შეუძლია ორივე მხარესთან.

„ლევან იოსელიანი პრინციპული იყო საგამოძიებო კომისიების შექმნის საკითხზე 5 ივლისთან დაკავშირებით. ლევანი ადამიანის უფლებებში ერკვევა და მხარს უჭერს ქალთა უფლებების დაცვას. ასევე, მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივებს სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების ცვლილებაზე და ა.შ. 12 პუნქტიდან ერთ-ერთი ვალდებულების შესრულება სასიცოცხლო საკითხია და ამ შემთხვევაში ადეკვატური კანდიდატია“, – განაცხადა კორძაიამ.

პარტია „მოქალაქეების“ სახალხო დამცველობის კანდიდატი ლევან იოსელიანი იქნება.