თამარ კორძაია - ევროპარლამენტარებისგან იყო შემოთავაზება, ოპოზიციამ გააკეთოს ყველაფერი, რომ არ დავთმოთ ევროპული პერსპექტივა
თამარ კორძაია - ევროპარლამენტარებისგან იყო შემოთავაზება, ოპოზიციამ გააკეთოს ყველაფერი, რომ არ დავთმოთ ევროპული პერსპექტივა

ოპოზიციონერი დეპუტატის თამარ კორძაიას განცხადებით, ევროპარლამენტარების მხრიდან ოპოზიციის მიმართ იყო შეთავაზება, ოპოზიციამ არ შეუწყოს ხელი ევროპულ ღირებულებებთან დაშორებას და გააკეთოს ყველაფერი, რომ არ დავთმოთ ევროპული პერსპექტივა.

მისივე თქმით, ცხადია, 12 პუნქტი „ქართული ოცნების“ გარეშე ვერ შესრულდება და ეს გულისხმობს საუბარს „ქართულ ოცნებასთან“.

„მათი შემოთავაზება იყო, მიუხედავად „ქართული ოცნების“ უგუნური ნაბიჯებისა, ჩვენ არ შევუწყოთ ხელი იმ პროცესს, რასაც ჰქვია ევროპულ ღირებულებებთან დაშორება. სწორედ ამ თვალსაზრისით ვმსჯელობდით და იყო შემოთავაზება, ოპოზიციამ გააკეთოს ყველაფერი, რომ არ დავთმოთ ევროპული პერსპექტივა. ეს გულისხმობს ნებისმიერი ფორმით იმ 12 პუნქტის შესრულებას, რომელიც არის შესასრულებელი ამ ქვეყნისთვის. ერთი რამ ცხადია, ეს ვერ შესრულდება „ქართული ოცნების“ გარეშე და ეს გულისხმობს „ქართულ ოცნებასთან საუბარს“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.