თამარ კორძაია - ჩვენ მხარს ვუჭერთ პერსონალურად გრიგოლ ვაშაძეს
თამარ კორძაია - ჩვენ მხარს ვუჭერთ პერსონალურად გრიგოლ ვაშაძეს

ჩვენ მხარს ვუჭერთ პერსონალურად გრიგოლ ვაშაძეს, რადგან დღეს მისგან მივიღეთ პერსონალური დაპირება ისეთ საკითხებზე, რომელიც „რესპუბლიკური პარტიისთვის“ არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის ევროინტეგრაცია და ნატო-სთან ინტეგრაციის საკითხებზე მტკიცე მხარდაჭერა, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ განაცხადა.

როგორ თამარ კორძაიამ აღნიშნა, გრიგოლ ვაშაძემ პირობა დადო, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ყველაფერს გააკეთებს, რათა შეამზადოს ვითარება სასამართლო რეფორმისთვის.

„მივიჩნევთ, რომ ნარკოპოლიტიკა ქვეყანაში, რომელმაც მიიღო გაურკვეველი ხასიათი, უნდა შეიცვალოს. გრიგოლ ვაშაძე დაგვპირდა, რომ ის აუცილებლად, სიღრმისეულად იმუშავებს ციხეში მყოფი იმ ადამიანების საკითხებზე, რომელიც შეძენა-შენახვისთვის არიან პატიმრობაში. ჩვენთვის ეს საკითხები არის საკმარისი, რათა მხარი დავუჭიროთ გრიგოლ ვაშაძეს”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

„რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლებმა დღეს განაცხადეს, რომ მეორე ტურში „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს უჭერენ მხარს.