თამარ კორძაია - ბარიერი არ არის გადამწყვეტი, მთავარია, „ქართულმა ოცნებამ“ აღიაროს, რომ არჩევნები ჩაატარეს კატასტროფულად და ცუდად
თამარ კორძაია - ბარიერი არ არის გადამწყვეტი, მთავარია, „ქართულმა ოცნებამ“ აღიაროს, რომ არჩევნები ჩაატარეს კატასტროფულად და ცუდად

ბარიერი არ არის გადამწყვეტი საკითხი, გადამწყვეტია, „ქართულმა ოცნებამ“ აღიაროს, რომ არჩევნები ჩაატარეს კატასტროფულად და ცუდად, – ამის შესახებ ოპოზიციური ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ წევრმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.

როგორც თამარ კორძაიამ აღნიშნა, როცა „ქართული ოცნება“ საკუთარი ინიციატივით ლაპარაკობს საარჩევნო კოდექსის ძირეულ ცვლილებებზე და ზოგიერთი პოლიტიკური ძალა თვლის, რომ მისი დამსახურებაა, ის აღიარებს, რომ არც საარჩევნო კოდექსი უვარგოდა.

„უმძიმესი საარჩევნო კოდექსის პირობებში ოპოზიციამ დაამარცხა „ქართული ოცნება“. ამიტომ ჩვენთვის პრინციპული საკითხია, პირდაპირ აღიარონ, რომ არჩევნები ცუდად ჩატარდა და მზად არის რიგგარეშე არჩვენების ჩასატარებლად“, – განაცხადა კორძაიამ.